შეინახეთ თქვენი ძველი ოჯახური ფოტოები, სანამ ისინი დაიკარგება

ყველას აქვს ძველი ოჯახური ფოტოები, რომლებიც უჯრებში, ალბომებსა და სხვენებშია გადანახული. FamilySearch აადვილებს თქვენი წინაპრების ფოტოების, ისტორიებისა და დოკუმენტების შენახვას, ორგანიზებასა და გაზიარებას, რათა მათ მომავალმა თაობებმაც ისიამოვნონ.

როგორ მუშაობს ეს

გადააქციეთ ძველი ოჯახური ფოტოები დაცულ მოგონებებად სულ რამდენიმე ნაბიჯით.

ნაბიჯი 1

ატვირთეთ ძველი ოჯახური ფოტო

გადაუღეთ სურათი ან დაასკანერეთ ნებისმიერი ძველი ოჯახური ფოტო, თუნდაც ის იყოს გაცვეთილი, დახეული ან ძველ ალბომში ჩაკრული.

ნაბიჯი 2

დაამატეთ სახელები და დეტალები

მონიშნეთ ფოტოზე გამოსახული ადამიანები, დაამატეთ თარიღება, ადგილები, ისტორიები და დაუკავშირეთ ფოტო შესაბამის წინაპარს.

ნაბიჯი 3

გაუზიარეთ ის თქვენს ოჯა��ს

მას შემდეგ, რაც ატვირთავთ ფოტოს, ნათესავებს შეეძლებათ მისი პოვნა, მისით ტკბობა და თქვენი საერთო ოჯახური ისტორიისთვის მეტი ინფორმაციის დამატება.

ძველი საქორწილო ფოტო, რომელზეც მონიშნულია ადამიანები.

მეტი, ვიდრე უბრალოდ ფოტოები

FamilySearchi-ის აპლიკაცია „მოგონებები“ დაგეხმარებათ შეინახოთ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ფოტოები. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ისტორიები, ხმოვანი და წერილობითი ჩანაწერები, რომლებიც გააცოცხლებენ თქვენი ოჯახის ისტორიას.

ფოტოები

ატვირთეთ თქვენი ოჯახის წევრებისა და წინაპრების ფოტოები - დასკანირებული, გადაღებული თუ უკვე ციფრულ ფორმატში არსებული.

საბუთები

შეინახეთ დასკანირებული წერილები, დღიურები, სერტიფიკატები, რეცეპტები, სამხედრო საბუთები და სხვა საოჯახო ჩანაწერები.

ისტორიები

ჩაწერეთ ოჯახური ისტორიები, მოგონებები და დეტალები, რომლებიც ხაზს უსვამს თუ ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები და რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი.

აუდიო

ჩაიწერეთ ან ატვირთეთ მშობლების, პაპა-ბებიებისა და ნათესავების ხმები, რომლებიც თავიანთ ისტორიებს საკუთარი სიტყვებით ჰყვებიან.

ალბომები

მოგონებების კოლექციების შესაქმნელად გამოიყენეთ ალბომები.

დაიწყეთ დღეს

გამოიყენეთ ეს ძლიერი ფუნქციები თქვენი ძვირფასი მოგონებების შესანახად და გასაზიარებლად.

რატომ უნდა აირჩიოთ FamilySearch-ის „მოგონებები“?

ბევრ აპლიკაციას შეუძლია ფოტოების შენახვა. FamilySearch-ის „მოგონებები“ შექმნილია იმისთვის, რომ შეინახოს ოჯახის ისტორია ისეთი გზებით, როგორსაც სხვა ვერცერთი სერვისი ვერ შემოგთავაზებთ.

უფასო და შენახული მომავალი თაობებისთვის

ისტორიულ ჩანაწერებს ხშირად შეუძლია გამოავლინონ მნიშვნელოვანი დეტალები იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობდა თქვენი ოჯახი.

ორგანიზებული ხალხისა და ისტორიების გარშემო

ჩვეულებრივი ფოტო აპლიკაციებისგან განსხვავებით, FamilySearch ფოტოებს, დოკუმენტებს, ისტორიებსა და აუდიო ფაილებს პირდაპირ თქვენს საგვარეულო ხეში არსებულ ადამიანებთან აკავშირებს.

დაუკავშირდით გაზიარებულ ოჯახურ ხეს

შესაძლოა, რომელიმე შორეულ ნათესავს უკვე ატვირთული აქვს თქვენი წინაპრის ფოტო, ისტორია ან ჩანაწერი.

უსაფრთხო და ოჯახზე მორგებული

FamilySearch იცავს კონფიდენციალურობის სტანდარტებს და კონფიდენციალურად ინახავს ცოცხალი ადამიანების მოგონებებს.

თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას

აირჩიეთ, იქნება მოგონება საჯარო, პირადი თუ კონკრეტული ჯგუფისთვის გაზიარებული. FamilySearch არ ყიდის თქვენს მონაცემებს.

აღბეჭდეთ ოჯახური ისტორია ცხელ კვალზე.

არასოდეს არ იცით, როდის ამოტივტივდება კლასიკური ან გულისამაჩუყებელი ოჯახური ისტორიის გაზიარების ან ფოტოს გადაღების ხელსაყრელი მომენტი. მოიმარჯვეთ FamilySearch-ის მობილური აპლიკაცია „მოგონებები“.

ჩამოტვირთეთ „მოგონებები“-ის აპლიკაცია!

ხშირად დასმული შეკითხვები

ნუ დამალავთ თქვენს ძველ ოჯახურ ფოტოებს!

თქვენი ფოტოების მიღმა არსებული ისტორიები მნიშვნელოვანია! შეინახეთ ისინი ახლავე, რათა თქვენი ოჯახის მომავალმა თაობებმა შეძლონ მათით ტკბობა.