შეინახეთ ოჯახური მოგონებები

შეინახეთ ოჯახური მო��ონებები

გამოიყენეთ ეს უბრალო აქტივობები იმისთვის, რომ დაიწყოთ მნიშვნელოვანი ოჯახური საგანძურის შენახვა და გაზიარება.

აი რამდენიმე იდეა დასაწყისისთვის.

ცხოვრება შედგება ამბებისგან, რომლებიც ასახავს ცხოვრებისეულ სიხარულსა და ტრაგედიებს. ჩვენი ისტორიების შენახვა დალოცავს მომავალ თაობებს.

4 ნაბიჯები

ატვირთეთ და გააზიარეთ ფოტო

  1. ნაბიჯი 1: შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო FamilySearch-ზე კომპიუტერისა ან მობილურის საშუალებით.

    • კომპიუტერიდან ასატვირთად აირჩიეთ მოგონებები და შემდეგ გალერეა .
    • სცადეთ მოგონებების მობილური აპლიკაცია IOS | Android
  2. ნაბიჯი 2: დააჭირეთ(+)ღილაკს. აირჩიეთ ფოტო თქვენი კომპიუტერის მყარი დისკიდან ან მობილურის კამერიდან.

    თქვენ შეგიძლიათ Google, Facebook, ან Instagram-დანაც კი გამოსახულებების გადმოტანა.

  3. ნაბიჯი 3: დაამატეთ ინფორმაცია, მაგ: ვინ (რა) არის ფოტოზე, სათაური, აღწერილობა, თარიღი და ადგილი.

  4. ნაბიჯი 4: დააწკაპუნეთ გაზიარების კლავიშზე და აირჩიეთ გაზიარების ხერხი.

5 ნაბიჯები

მოყევით ამბავი - ჩაიწერეთ მოგონება

  1. ნაბიჯი 1: შეგიძლიათ დაამატოთ ისტორიები FamilySearch-ზე კომპიუტერისა ან მობილურის საშუალებით.

    • კომპიუტერიდან ისტორიის დასამატებლად აირჩიეთ მოგონებები და შემდეგ გალერეა
    • სცადეთ მოგონებების მობილური აპლიკაცია IOS | Android
  2. ნაბიჯი 2: ისტორიების დამატება შესაძლებელია კლავიატურიდან აკრეფით ან PDF და აუდიო ფაილების ფორმით.

  3. ნაბიჯი 3: დააჭირეთ „მოგონების დამატება“(+)ღილაკს და აირჩიეთ „შექმენით ისტორია“ (კომპიუტერში) ან „დაწერეთ ისტორია“ (მობილურში).

  4. ნაბიჯი 4: დაამატეთ ისტორიის სათაური.

  5. ნაბიჯი 5: დაამატეთ ისტორიის ტექსტი თქვენი მოწყობილობის კლავიატურიდან ან ხმის ჩაწერის პარამეტრიდან.

    არ იდარდოთ, თუ ისტორია მოკლე გამოვიდა ან არ გაქვთ დრო მისი რედაქტირებისთვის. მთავარია მოგონების დაფიქსირება - სულაც არ არის საჭირო, რომ იგი სრულყოფილი იყოს. საჭიროებისას შეგიძლიათ დაბრუნდეთ და მოახდინოთ მისი რედაქტირება.

  6. ნაბიჯი 6: აირჩიეთ გასაჯაროების პარამეტრი - მხოლოდ პირადი ან საჯარო.

  7. ნაბიჯი 7: ვარიანტი: დაამატეთ ფოტოები, რომლებიც დაგეხმარებათ ისტორიის აღწერაში.

  8. ნაბიჯი 8: დააჭირეთ „შენახვა“-ს.

  9. ნაბიჯი 9: ისტორია შეინახა თქვენს მოგონებებში. შეგიძლიათ ბმულის გაზიარება ელფოსტით, ტექსტის სახით ან სოცქსელების მეშვეობით.